TuttoJuve

Juve per sempre sarà

გატის ტრავმის გამო, კოპმეიენრსს დაცვში დაბრუნება მოუწევს

ლუჩიანო სპალეტის იუვენტუსში მისვლის შემდეგ ტეუნ კოპმეიენრსი გუნდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.

ნიდერლანდელმა თავი ჯერ მისთვის უჩვეულო პოზიციაზე, დაცვაში თამაშით წარმოაჩინა, უდინეზესთან მატჩში კი ნახევარდაცვაში ჩვეულ პოზიციას დაუბრუნდა და სპალეტის იმედები არც აქ გაუცრუა.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, სპალეტი ტეუნის გამოყენებას მომდევნო მატჩებში ნახევარდაცვაში გეგმავდა, მაგრამ დაცვაში არსებული პრობლემების ფონზე, რასაც ფედერიკო გატის სიტუაციაც დაემატა, ნიდერლანდელს მომდევნო მატჩებში კვლავ დაცვაში თამაში მოუწევს.

მოსალოდნელია, რომ სპალეტი 3-მცველიანი სქემით თამაშს გააგრძელებს, სანამ გუნდში ტრავმების მხრივ არსებული სიტუაცია გამოსწორდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !