TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეიენრსმა დასვენებაზე უარი თქვა და კონტინასაზე ვარჯიშს აგრძელებს

სანაკრებო პაუზის ფონზე, ტიაგო მოტამ ტურინში დარჩენილ ფეხბურთელებს 2 დღე დასვენების უფლება მისცა, თუმცა ტეუნ კოპმეინერსი კონტინასას ბაზაზე ვარჯიშს აგრძელებს.

Tuttosport-ის ცნობით, ნიდერლანდელმა უქმეებზე უარი თქვა, სრული ინტენსიობით ვარჯიშობს და სურს, სეზონის განახლებას საუკეთესო ფორმაში შეხვდეს.

ვარჯიშს აგრძელებს დუგლას ლუისიც, ვინც პირველ 3 მატჩში სასტარტო შემადგენლობაში არც თუ ისე სახარბიელო ფიზიკური კონდიციების გამო ვერ მოხვდა, თუმცა მოსალოდნელია, რომ ემპოლისთან მატჩიდან მოყოლებული ბრაზილიელს უფრო მეტი დრო მიეცემა.