TuttoJuve

Juve per sempre sarà

კოპმეინერსის ტრავმა სერიოზული არ არის

იუვენტუსის ნახევარმცველს ტეუნ კოპმეინერსს სერიოზული ტრავმა არ დაუდასტურდა.

ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა დაზიანება მონცასთან მატჩის მსვლელობისას მიიღო, რის გამოც ტიაგო მოტას მისი შეცვლა პირველი ტაიმის შემდეგ მოუწია.

კოპმეინერსმა სამედიცინო შემოწმება J Medical-ში დღეს ჩაიტარა და საბედნიეროდ, მას არანაირი ტრავმა არ აღმოაჩნდა. კოპმეიენრსი დიდი ალბათობით მომდევნო მატჩში ტიაგო მოტას განკარგულებაში იქნება.

45 views
error: დაცული კონტენტი !