კოპმეინერსის მოედანზე დაბრუნება კიდევ გადაიდო
იტალიური მედიის ინფორმაციით, ტეუნ კოპმეინერსის მოედანზე დაბრუნება არც პარმასთან მატჩში იგეგმება.
ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ნეკნის მოტეხილობის გამო 3 მატჩი უკვე გამოტოვა. ის გუნდს ვერც ინტერის წინააღმდეგ დაეხმარება და იგეგმებოდა, რომ კოპმეიენრსი ტიაგო მოტას განკარგულებას პარმასთან მატჩში დაუბრუნდებოდა.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტეუნს სუნთქვის დროს ნეკნის ტკივილი კვალვ აწუხებს, ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ის პარმას წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. ნახევარმცველი დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგაზე ლილის წინააღმდეგ მატჩში დაბრუნდება.