სარნო: კოპმეიენრსის იუვენტუსში ტრანსფერი დროის საკითხია
იტალიელი ჟურნალისტის სებასტიანო სარნოს ინფორმაციით, ტეუნ კოპმეინერსის იუვენტუსში ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია.
წყაროს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლის სურვილი ყოველთვის ტურამი-ლუისი-კოპმეიენრსის ტრიოს ხილვა იყო და ბიანკონერი ნიდერლანდელის გასაფორმებლად ძალების დაზოგვას არ აპირებს.
სარნოს თქმით, ატალანტას ტეუნის გაყიდვა არ სურს, მაგრამ ფეხბურთელის პოზიციისა და იუვენტუსის მსუყე წინადადების შემდეგ, რაც დაახლოებით 50-55 მილიონი იქნება, ბერგამოელები დიდი ალბათობით 26 წლის ფეხბურთელს გაუშვებენ.