TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეიენრსის იუვენტუსში ტრანსფერი დღეს დაიხურება

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი და ატალანტა ტეუნ კოპმეინერსის ტრანსფერს დიდი ალბათობით დღეს დახურავენ.

ატალანტა ტურინში იმყოფება, სადაც ლა დეა ტორინოს დაუპირისპირდება და წყაროს ცნობით, უახლოეს საათებში კრისტიანო ჯუნტოლისა და ანტონიო პერკასის შორის შეხვედრა გაიმართება, რომელიც დიდი ალბათობით გადამწყვეტი აღმოჩნდება.

არაერთი გავლენიანი წყაროს ცნობით, კოპმეინერსის იუვენტუსში ტრანსფერი დროის საკითხია და ნიდერლანდელი კარიერას ტურინულ გრანდში გააგრძელებს.