TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეინერსის იუვენტუსში ტრანსფერი უახლოეს საათებში დაიხურება

არაერთი გავლენიანი წყაროს ცნობით, ტეუნ კოპმეინერსის იუვენტუსში ტრანსფერი მომდევნო საათებში დაიხურება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, დღეს ატალანტა უდინეზედან ლაზარ სამარჯიჩის ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებს, რაც თავის მხრივ კოპმეიენრსს ტურინისკენ გზას საბოლოოდ გაუხსნის.

წყაროს ცნობით, ატალანტას ხელმძღვანელობა კოპმეიენრსის გადარწმუნებას ცდილობდა, თუმცა ნიდერლანდელს ტურინში გადაბარგება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და როგორც ჩანს, ბერგამოელებმა მისი შენარჩნების იმედი საბოლოოდ დაკარგეს.