TuttoJuve

Juve per sempre sarà

კოპმეინერსის და ვლაჰოვიჩის თამაში ასოტნ ვილასთან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე ასტონ ვილასტან მატჩისთვის მზადებას შეუდგა და ბიანკონერი ინგლისელებთან დაპირისპირებას სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება.

Sky Sport-ის ცნობით, დიდია ალბათობა, რომ მომდევნო მატჩში ტეუნ კოპმეიენრსმა და დუშან ვლაჰოვიჩმა მონაწილეობა ვერ მიიღონ.

წყაროს ინფორმაციით, ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მილანთან მატჩში მაღალი ტემპერატურით ითამაშა, მას გრიპის სიმპომები აქვს და უცნობია, შეძლებს თუ არა თამაშს.

ვლაჰოვიჩი კი განცალკევებით ვარჯიშს აგრძელებს და მის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას სამედიცინო შტაბი ხვალ მიიღებს.

error: დაცული კონტენტი !