TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეიენრსი სუპერ თასის მატჩში გამოძახებული არ არის

ატალანტამ ტეუნ კოპმეიენრსი ევროპის სუპერ თასის მატჩში არ გამოიძახა, რაც იმის კიდევ ერთი მანიშნებელია, რომ ნიდერლანდელის იუვენტუსში ტრანსფერი დროის საკითხია.

ჩემპიონთა და ევროპა ლიგის გამარჯვებულები ერთმანეთს 14 აგვისტოს დაუპირისპირდებიან და ლა დეას რეალთან ფონს გასვლა კოპმეინერსის გარეშე მოუწევს.

მოსალოდნელია, რომ 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი 55 მილიონი ევროს ფარგლებში დაიხურება.