კოპმეიენრსი სპალეტის გეგმებში აღარ შედის
ტეუნ კოპმეიენრსის სათამაშო დრო იუვენტუსის რიგებში სულ უფრო მცირდება და აშკარაა, რომ ის ლუჩიანო სპალეტის გეგმებში აღარ შედის.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ნიდერლანდელი ფეხბურთელი დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს ტურინული გრანდის გეგმებს დატოვებს.
წყაროს ცნობით, ტეუნის მიმართ ინტერესს არაერთი გუნდი იჩენს, მაგრამ ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად გალათასარაი აქტიურობს. თურქები მის გაფორმებას იანვარშიც ცდილობდნენ და გუნდებს შორის მოლაპარაკებები ზაფხულში განახლდება.
იუვენტუსს ტეუნის სანაცვლოდ 30-35 მილიონი ევროს გამომუშავების იმედი აქვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
