TuttoJuve

Juve per sempre sarà

კოპმეინერსი:“ სპალეტიმ გუნდში პოზიტივი და მუხტი მოიტანა, ეს მოედანზეც აისახება“

ტეუნ კოპმეიენრსმა სპორტინგთან მატჩის შემდეგ, რომელშიც ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, კომენტარი გააკეთა.

„მატჩის პირველი 15 წუთი მეტოქემ უკეთ დაიწყო, ჩვენ დაცვაში გაგვიჭირდა, თუმცა შემდეგ მოვუმატეთ, უკეთესები ვიყავით, დამსახურებული გოლი გავიტანეთ და ბევრი მომენტი შევქმენით. სამწუხაროა, რომ ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ გუნდმა კარგი შეხვედრა ჩაატარა.

„ჩემი ახალი პოზიცია ? ამ პოზიციაზე თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ. მე არ ვარ ფორვადი, ვისაც კარისკენ ზურგით თამაში შეუძლია, ეს გუნდს აქამდეც ვუთხარი და სპალეტისაც გავუმეორე. მე ბურთთან ერთად თავს უკეთ ვგრძნობ, მინდა თამაშის მსვლელობაში ჩემი წვლილი შევიტანო და გუნდს დავეხმარო.

„ცვლილებები სპალეტის მოსვლის შემდეგ ? ჩვენ განსხვავებულ ფეხბურთს ვთამაშობთ. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ფეხბურთელებმა მწვრთნელის გაშვების გამო ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, რადგან საბოლოო ჯამში მოედანზე სწორედ ჩვენ გავდივართ. სპალეტის მოსვლამ გუნდში ენთუზიაზმი მოიტანა, გუნდში კარგი გრძნობა სუფევს და ვფიქრობ, ეს მოედანზეც აისახება.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

163 views
error: დაცული კონტენტი !