კოპმეინერსი ნახევარდაცვაში ბრუნდება
იტალიური მედიის ცნობით, ტეუნ კოპმეინერსი მომდევნო მატჩებიდან ჩვეულ პოზიციაზე, ნახევარდაცვაში ბრუნდება.
იუვენტუსის დაცვაში არსებული მნიშვნელოვანი ტრამვების ფონზე, ლუჩიანო სპალეტი ნიდერლანდელ ფეხბურთელს მცველის პოზიციაზე იყენებდა და კოპმეიენრსმა ამოცანას თავი ძალიან კარგად გაართვა, თუმცა გასულ მატჩებში მას ნახევარდაცვაში დაბრუნების შესაძლებლობა რამდენჯერმე მიეცა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი ნატურალური პოზიცია სწორედ ცენტრალური ნახევარმცველია.
La Stampa-ს ცნობით, დანიელე რუგანისა და გლეისონ ბრემერის მწყობრში დაბრუნების ფონზე, კოპმეინერსი ნახევარდაცვას დაუბრუნდება. მოსალოდნელია, რომ იუვენტუსი ფორმაციას შეიცვლის და ნიდერლანდელი ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
