TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეინერსი:“ ლაიფციგთან მატჩში ყველა და ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ იყო“

იუვენტუსის ნახევარმცველმა ტეუნ კოპმეინერსმა ლაიფციგთან მატჩი შეაფასა.

„რთულია, როდესაც მოედანზე 10 კაცით გიწევს დარჩენა, მაგრამ ჩვენ არასოდეს დავნებდით, ბრძოლა გავაგრძელეთ და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, 10 კაცით დარჩენისა და 2-1 ჩამორჩენის მიუხედავად, ჩვენ პრესინგი და ინტენსიურად თამაში გავაგრძელეთ, რამაც შედეგი გამოიღო კიდეც.

„კვლავ გოლის გარეშე ? მე ამ თემაზე არ ვნერვიულობ, მთავარი გუნდის გამარჯვებაა, გოლი კი აუცილებლად იქნება.

„ამ მატჩში ისეთი გრძნობა გვქონდა, რომ ყველა და ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ იყო, თუმცა ჩვენ მსაჯის გადაწყვეტილებები მივიღეთ და ბრძოლა გავაგრძელეთ, ასეთი გამარჯვება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა.

„ბრემერის ტრავმა ? ძალიან ვწუხვარ, ის დიდებული ფეხბურთელი და უპირველესად შესანიშნავი ადამიანია. იმედი მაქვს, მისი დაზიანება სერიოზული არ არის.

„კონსეისაუ ? მისი გოლი ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანი იყო, ის ერთი-ერთზე ეპიზოდებში ძალიან ძლიერია და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა.“