TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეინერსი ლაციოსთან მატჩისთვის მზად იქნება

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის სამედიცინო შტაბი დარწმუნებულია, რომ ტეუნ კოპმეინერსი ლაციოსთან მატჩისთვის მზად იქნება.

ნიდერლანდელ ფეხბურთელს ნეკნი აქვს გაბზარული, რის გამოც ნაკრებში არ გამოცხადდა და უქმეებს ტურინში გაატარებს, სადაც სარეაბილიტაციო პროცესს გაივლის.

ლოკატელის გასულ სეზონში ანალოგიური ტრავმის გამო 10 დღე გაუცდა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ნიდერლანდელი მომდევნო მატჩისთვის მზად იქნება.