კოპმეინერსი:“ იუვენტუსში ბედნიერი ვარ და ჩემი მიზანი ტიტულების მოგებაა“
იუვენტუსის ნახევარმცველმა ტეუნ კოპმეიენრსმა მონაკოსთან მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.
„როგორ ვგრძნობ თავს ? ძალიან კარგად. ჩვენ ხვალინდელი მატჩის წინ მოტივირებულები ვართ და გვინდა, ბოლო მატჩში გამარჯვება მოვიპოვოთ და ვნახოთ, მოვხვდებით საუკეთესო 8 გუნდში, თუ პლეი-ოფში თამაში მოგვიწევს.
„სათადარიგოთა სკამზე ყოფნა ბოლო პერიოდში ? მე მშვიდად ვარ, მართალია ბოლო პერიოდში სკამზე დარჩენა მიწევს, მაგრამ საერთო ჯამში სათამაშო დრო საკმაოდ მაქვს. მე თითოეულ ვარჯიშზე ვცდილობ მწვრთნელს ვაჩვენო, რომ გუნდის დასახმარებლად ნებისმიერ მომენტში მზად ვარ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
„იუვენტუსი ? მე აქ ძალიან ბედნიერი ვარ, იუვენტუსის მაისურის ტარება ოცნების ახდენაა და გუნდის დატოვება არასოდეს მიფიქრია. ჩემი მიზანი იუვენტუსთან ერთად ტიტულების მოგებაა.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
