TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეიენრსი იუვენტუსში 7 ნომერს მოირგებს

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი ტეუნ კოპმეინერსის ტრანსფერს საბოლოოდ უახლოეს საათებში დახურავს.

წყაროს ცნობით, ატალანტა ნიდერლანდელი ფეხბურთელი სანაცვლოდ 55 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც მომავალში ბონუსების სახით კიდევ 4 მილიონი ევრო დაემატება.

კოპმეინერსი იუვენტუსთან კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, მისი გასამრჯელო სეზონში 4.5 მილიონი ევრო იქნება. ნიდერლანდელი ტურინული გრანდის ღირსებას დიდი ალბათობით 7-ნომრიანი მაისურით დაიცავს, რომელიც ფედერიკო კიეზას შემადგნელობიდან მოკვეთის შემდეგ ვაკანტური გახდა.