TuttoJuve

Juve per sempre sarà

კოპმეიენრსი იუვენტუსის პრიორიტეტულ სამიზნედ რჩება

დუგლას ლუისის იუვენტუსში ტრანსფერს გაოფიციალურებაღა აკლია, კეფრენ ტურამის თაობაზე შეთანხმება ახლოს არის, თუმცა ტურინული გრანდის დამოკიდებულება ტეუნ კოპმეინერსის მიმართ არ იცვლება.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ნიდერლანდელი ფეხბურთელი ტიაგო მოტას ერთ-ერთი პრიორიტეტული სატრანსფერო მოთხოვნაა და მის გასაფორმებლად კრისტიანო ჯუნტოლი ძალების დაზოგვას არ აპირებს.

კოპმეიენრსს იუვენტუსში თამაში სურს, რაც ტურინულ გრანდს საქმეს გაცილებით უმარტივებს, მაგრამ პრობლემა ლა დეას მიერ მოთხოვნილი 55-60 მილიონია, რის გადახდასაც ბიანკონერი მხოლოდ მნიშვნელოვანი გაყიდვების შემდეგ შეძლებს.

error: დაცული კონტენტი !