TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეინერსი იუვენტუსის პრიორიტეტად რჩება

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტეუნ კოპმეიენრსი იუვენტუსის პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნედ რჩება.

ატალანტასთან გართულებული მოლაპარაკებების ფონზე, იუვენტუსს გასულ დღეებში კოპმეიენრსის რამდენიმე ალტერნატივა დაუკავშირეს, თუმცა წყაროს ცნობით, ტიაგო მოტა ნიდერლანდელის ტრანსფერს ითხოვს და კრისტიანო ჯუნტოლი ლა დეასთან საერთო ენის გამონახვას ბოლო წამამდე ეცდება.

გამოცემის ინფორმაციით, ნიდერლანდელმა ტრავმა მოიშუშა, ატალანტასთან ერთად ვარჯიში განაახლა და იუვენტუსის მოლოდინშია, სხვა გუნდებთან კი მოლაპარაკებების დაწყებაზეც უარს ამბობს, რაც ბერგამოელებს გარკვეულ დათმობაზე წასვლისკენ უბიძგებს.