TuttoJuve

Juve per sempre sarà

კოპმეიენრსი იუვენტუსს პარმასთან მატჩში დაუბრუნდება

იტალიური მედიის ცნობით, ტეუნ კოპმეინერსის მოედანზე დაბრუნების დრო ახლოვდება.

ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ნეკნის მოტეხილობის გამო უკვე 3 მატჩი გამოტოვა და გუნდს ვერც ინტერის წინააღმდეგ დაეხმარება, თუმცა Sky Sport-ის ცნობით, 26 წლის ნახევარმცველი ტიაგო მოტას განკარგულებაში დიდი ალბათობით სერია ა-ს მომდევნო ტურში, პარმას წინააღმდეგ მატჩში დაბრუნდება.

სარეაბილიტაციო პროცესს აგრძელებს ნიკო გონსალესი, თუმცა ჯერჯერობით მისი მოედანზე დაბრუნების დრო უცნობია და რთულად წარმოსადგენია, რომ არგენტინელმა პარმას წინააღმდეგ თამაში შეძლოს.

35 views
error: დაცული კონტენტი !