TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეინერსი და გონსალესი ვერც ინტერის წინააღმდეგ ითამაშებენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნიკო გონსალესი და ტეუნ კოპმეინერსი დიდი ალბათობით ინტერთან მატჩსაც გამოტოვებენ.

ნიდერლანდელი ნეკნის მოტეხილობის გამო ვარჯიშის განახლებას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს, გონსალესს კი კვლავ კუნთის პრობლემა აქვს და SportMediaset-ის ცნობით, ისინი დიდი ალბათობით ინტერის წინააღმდეგ გუნდს ვერ დაეხმარებიან.

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა თამაშს დუგლას ლუისი. მან კუნთის ტრავმა შტუტგარტთან მატჩის წინ მიიღო და ბრაზილიელი სამედიცინო შემოწმებას უახლოეს პერიოდში გაივლის.