კოპმეიენრსი:“ ცუდი სეზონი მქონდა, მაგრამ დავამტკიცებ, რომ იუვეს მაისურის ტარების ღირსი ვარ“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
იუვენტუსის ნახევარმცველმა ტეუნ კოპმეიენრსმა La Repubblica-სთან ტურინულ გრანდში სადებიუტო სეზონი შეაფასა.
„სამწუხაროდ, ხშირი ტრავმების გამო სადებიუტო სეზონი არც თუ ისე წარმატებული მქონდა. მყესის ტრავმა ჯერ კიდევ მაწუხებს, რის გამოც 100 პროცენტით მზად არ ვარ, მაგრამ სერია ა-ს სტარტისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები.
„ვიცი, რომ იუვენტუსმა ჩემი ტრანსფერისთვის ძალიან ბევრი ფული გადაიხადა, მე მოედანზე აუცილებლად დავამტკიცებ, რომ ამ ნდობისა და შავ-თეთრი მაისურის ტარების ღირსი ვარ.“