TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეიენრსის აგენტი ბერგამოშია და ატალანტასთან შეთანხმებას ცდილობს

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, ატალანტას ნახევარმცველის ტეუნ კოპმეიენრსის აგენტი ბერგამოშია, სადაც ლა დეას ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და შეთანხმების მიღწევას ცდილობს.

ჯან პიერო გასპერინის სიტყვების შემდეგ (იხილეთ აქ) ნათელი გახდა, რომ კოპმეიენრსის იუვენტუსში ტრანსფერი მხოლოდ დროის საკითხია.

წყაროს ცნობით, ჯუნტოლი კოპმეიენრსის ტრანსფერის დახურვას მას შემდეგ ეცდება, რაც იუვენტუსი ნიცადან ჟან კლერ ტოდიბოს გაიფორმებს.