TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეიენრსი შესაძლოა ლაციოსთან მატჩისთვის მზად იყოს

ტეუნ კოპმეიენრსმა შესაძლოა ლაციოსთან მატჩში თამაში შეძლოს.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ნიდერლანდელ ფეხბურთელს ნეკნის მოტეხილობა აქვს, რის გამოც ვარაუდობენ, რომ მას მომდევნო 3-4 მატჩი გაუცდება.

SportItalia-ს ინფორმაციით, იუვენტუსის სამედიცინო შტაბი მუშაობს სპეციალურ დამცავ მაისურზე, რომლის საშუალებითაც კოპმეიენრსმა შესაძლოა ლაციოს წინააღმდეგ თამაში შეძლოს.

წყაროს ცნობით, კოპმეიენრსი სპეციალურ მაისურს უახლოეს დღეებში გამოცდის და თუ მას დისკომფორტი არ შეექმნა, მოედანს ვადაზე ადრე დაუბრუნდება.