კოპმეიენრსის ტრანსფერი მომდევნო კვირაში დაიხურება
იუვენტუსი ტეუნ კოპმეიენრსის ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს და დიდი ალბათობით მომდევნო კვირა გადამწყვეტი იქნება.
Il Giornale-ს ცნობით, ბიანკონერი ატალანტას ფეხბურთელის სანაცვლოდ ბოუნსების ჩათვლით 48-49 მილიონ ევროს, ასევე მომავალში მისი გაყიდვის შემთხვევაში სრული თანხის 10 პროცენტს შესთავაზებს, რაც სავარაუდოდ ლა დეას დასარწმუნებლად საკმარისი იქნება.
იუვენტუსსა და კოპმეიენრსს შორის 5-წლიანი კონტრაქტი უკვე დიდი ხანია შეთანხმებულია.