TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეიენრსის ბედი მომდევნო კვირაში გადაწყდება

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ტეუნ კოპმეიენრსის ხანგრძლივი საგა საბოლოოდ მომდევნო კვირის ბოლომდე დასრულდება.

წყაროს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლი ლა დეას გაუმჯობესებული და საბოლოო წინადადებით მიმართავს, უარის შემთხვევაში კი ბიანკონერი მის ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთვება.

გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი ატალანტას ნიდერლანდელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს და ბონუსებს შესთავაზებს, რაც დიდი ალბათობით ლა დეას დასარწმუნებლად საკმარისი იქნება.