TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეინერსი:“ იუვენტუსში ტიტულების მოსაგებად ვარ“

ტეუნ კოპმეიენრსმა ნიდერლანდურ პრესასთან საინტერესო თემებზე ისაუბრა და მათ შორის იუვენტუსსაც შეეხო.

„იუვენტუსში ტრანსფერი ? იუვენტუსი ერთ-ერთი უდიდესი გუნდია, სადაც ძალიან დიდი კონკურენციაა და ეს შენ განვითარებაში გეხმარება. ბიანკონერის რიგებს ტიტულების მოსაგებად შევუერთდი, თუმცა ახლა ჩემი კონცენტრაცია სრულად ნაკრებზეა გადატანილი.

„ჩემი ფორმა ? ტრავმის გამო საკმაოდ დიდი დრო გამიცდა და ჯერჯერობით გუნდში ჩემი მაქსიმუმი არ მიჩვენებია, თუმცა ფორმას ნელ-ნელა ვიბრუნებ და როგორც გუნდის, ასევე ნაკრების დასახმარებლად მაქსიმუმს გავაკეთებ.“

error: დაცული კონტენტი !