TuttoJuve

Juve per sempre sarà

კოპმეიენრსი:“ იუვენტუსის მაისურით თამაში გამარჯვებისთვის ბრძოლას ნიშნავს“

იუვენტუსის ფეხბურთელმა ტეუნ კოპმეინერსმა, ვინც ლუჩიანო სპალეტის მისვლის შემდეგ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა, უდინეზესთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მეტი დრო ბურთთან ერთად ? დიახ, ასე თავს კომფორტულად ვგრძნობ, მინდა, ბურთთან შეხება ხშირად მქონდეს და ჩემი პასებით გუნდს დავეხმარო.

„ზედიზედ 3 გამარჯვება ? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იუვენტუსი არის გუნდი, რომელიც გამარჯვებისთვის არის შექმნილი, ეს გუნდის ისტორიაა და ამ მაისურის ტარება სწორედ გამარჯვებისთვის ბრძოლას ნიშნავს. ეს როგორც სერია ა-სა და იტალიის თასზე, ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც უნდა აისახოს.

„ნაპოლი ? წინ შესანიშნავი მატჩი გველოდება, ნაპოლი ძალიან ძლიერი გუნდია და ეს რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !