კოპმეინერსი:“ ასეთი გოლების გაშვება დაუშვებელია, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ“
ტეუნ კოპმეიენრსმა გალათასარაისთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ კარგი პირველი ნახევარი გვქონდა, გასახდელში ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ ბურთი მეტად უნდა გაგვეკონტროლებინა, მაგრამ კაბალის გაძევებამ ყველაფერი შეცვალა. ჩვენ დღევანდელი შეხვედრა უნდა გავაანალიზოთ და მომდევნო მატჩს მომზადებულები შევხვდეთ, ასეთი გოლების გაშვება მიუღებელია. დაბრუნება ურთულესი იქნება, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.
„როგორ შეიძლება ჩამორჩენის აღმოფხვრა ? ეს ძალიან მარტივია, ჩვენ მეტოქეზე მინიმუმ 3 გოლით მეტი უნდა გავიტანოთ.
„ძველი კოპმეიენრსის დაბრუნება ? გოლები ყოველთვის საიამოვნოა, მაგრამ მე ბედნიერი ვერ ვიქნები, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის წარმატებაა. დღევანდელი შედეგის გამო ვწუხვართ, მაგრამ ჯერ დასრულებული არაფერია.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
