TuttoJuve

Juve per sempre sarà

კონტესთვის 3-წლიანი კონტრაქტი მზად არის

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ცნობით, იუვენტუსი ანტონიო კონტეს გაფორმებაზე მუშაობას აგრძელებს.

წყაროს ცნობით, კონტე ამ მომენტისთვის სერია ა-ს დარჩენილ ტურებზეა კონცენტრირებული და მხარეებს შორის აქტიური მოლაპარაკებები ამის შემდეგ დაიწყება.

სკირას თქმით, იუვენტუსი ანტონიო კონტეს 3-წლიან კონტრაქტს და გუნდის ასაშენებლად სრულ თავისუფლებას შესთავაზებს.

სკირას ინფორმაციით, იუვენტუსს კონტეს ალტერნატივებიც შერჩეული ჰყავს და თუ ანტონიოს გუნდში დაბრუნება არ მოხერხდა, ბიანკონერი მანჩინის, პიოლის ან გასპერინის კანდიდატურებს დაუბრუნდება.

error: დაცული კონტენტი !