კონტესა და დე ლაურენტისს შორის შეხვედრა დღეს გაიმართება
SportMEdiaset-ის ინფრომაციით, ანტონიო კონტესა და ნაპოლის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს შორის შეხვედრა დღეს გაიმართება.
წყაროს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი დე ლაურენტისს დღეს ოფიციალურად აცნობებს, რომ მას გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.
გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელებმა და გუნდის ხელმძღვანელობამ ანტონიოს შენარჩუნებისთვის ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ მას იუვენტუსში დაბრუნება უნდა.