კონტეს ნაპოლიში დარჩენის შანსი იზრდება
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ანტონიო კონტეს ნაპოლიში დარჩენის შანსი იზრდება.
წყაროს ცნობით, დღეს კონტესა და დე ლაურენტისს შორის კიდევ ერთი საუბარი შედგა, რომელიც პოზიტიურად წარიმართა და ნაპოლი დარწმუნებულია, რომ კონტეს შენარჩუნებას შეძლებს.
გუნდები კონტეს საბოლოო პასუხს უახლოეს პერიოდში ელოდებიან, იუვენტუსი კი ანტონიოს ალტერნატივებად რობერტო მანჩინისა და ჯან პიერო გასპერინის განიხილავს, თუმცა გუნდში არც იგორ ტუდორის დარჩენაა გამორიცხული.