კონტეს კონტრაქტის დეტალები ცნობილია
იტალიელი ჟურნალისტის ნიკ სემერაროს ინფორმაციით, იუვენტუსმა ანტონიო კონტესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.
წყაროს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი ტურინულ გრანდთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი გასამრჯელო სეზონში 5 მილიონი ევრო იქნება, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.
სემერაროს ინფორმაციით, კონტე იუვენტუსში დაბრუნების სანაცვლოდ ხელფასის შემცირებას დათანხმდა.