რომანო: კონტეს ბედი უახლოეს პერიოდში საბოლოოდ გადაწყდება“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ანტონიო კონტეს მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„უახლოეს დღეებში ანტონიო კონტესა და აურელიო დე ლაურენტისს შორის შეხვედრაა ჩანიშნული, რის შემდეგაც გადაწყდება, დარჩება თუ არა კონტე გუნდში.
„კონტეს ნაპოლიდან წასვლა რეალური სცენარია, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერი არ არის.“