კონტე ნაპოლიში რჩება
ანტონიო კონტეს იუვენტუსში დაბრუნება ფაქტობრივად გამოირიცხა.
იტალიელმა სპეციალისტმა ნაპოლის წინადადება მიიღო, ის უახლოეს პერიოდში გუნდთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს და სერია ა-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.
იუვენტუსი მისი ალტერნატივების ძიებას უკვე შეუდგა, თუმცა ამ მომენტისთვის ყველაზე რეალური იგორ ტუდორის დარჩენაა.