კონტე იუვენტუსს ან იტალიის ნაკრებს ჩაიბარებს
ანტონიო კონტე სეზონის ბოლოს ნაპოლის რიგებს დატოვებს.
არაერთი გავლენიანი წყაროს, მათ შორის ფაბრიციო რომანოს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი ნაპოლისთან კონტრაქტს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტს და თავისუფალი აგენტი გახდება.
იტალიური წყაროების ინფორმაციით, კონტე იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის მთავარ კანდიდატად მოიაზრება, ამის გარდა კი ის შესაძლოა იუვენტუსში დაბრუნდეს, თუ ლუჩიანო სპალეტიმ გუნდი დატოვა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
