TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კონტე:“ იუვენტუსი ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია“

ანტონიო კონტემ გასულ კვირებში იუვენტუსის მხრიდან მის მიმართ არსებულ ინტერესზე კომენტარი გააკეთა.

„მქონდა თუ არა იუვენტუსთან შეთანხმება ? არა, მე მოლაპარაკებები არავისთან გამიმართავს, მინდოდა პირველ რიგში პრეზიდენტს შევხვედროდი, სხვაგვარად ნაპოლის მიმართ უპატივცემულობა იქნებოდა.

„იუვენტუსთან გაფუჭებული ურთიერთობა უარის გამო ? ასე მხოლო სულელები იფიქრებენ. იუვენტუსი არის, იყო და იქნება იუვენტუსი, გასაგებია ? არავის არ აქვს იმ გრძნობების იგნორირების უფლება, რომელიც მე ამ გუნდის მიმართ გამაჩნია.

„იუვენტუსთან ძალიან ბევრი წელი, მოგონებები მაკავშირებს, ეს გუნდი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

„ალბათ ნახავდით, როდესაც ჩემი პრეზენტაცია იმართებოდა, ქომაგებმა დაიწყეს სიმღერა:“ ვინც არ ხტუნავს იუვენტინოა,“ მაგრამ მე ისინი გავაჩერე, რადგან იმას გაკეთებას ვერ მთხოვთ, რისი გაკეთებაც არ მინდა და არ შემიძლია.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !