კონსეისაუს თამაში სიტისთან მატჩში საეჭვოა
შიკო კონსეისაუ დიდი ალბათობით გუნდს მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ მატჩში ვერ დაეხმარება.
Sky Sport-ის ინფორმაციით, პორტუგალიელ ფეხბურთელს კუნთის გადაღლილობა აქვს, დღეს გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშა და სავარაუდოდ ხვალინდელი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.
შეგახსენებთ, იუვენტუსი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ, თბილისის დროით 23:00 საათზე გამართავს.
მატჩის ტრანსლაციის ლინკებს იხილავთ ჩვენს Telegram-ზე.