კონსეისაუ ემპოლისთან მატჩს კუნთის ტრავმის გამო გამოტოვებს
როგორც ტიაგო მოტამ დააანონსა (იხილეთ აქ), შიკო კონსეისაუ ემპოლისთან მატჩში გუნდის დახმარებას ვერ შეძლებს.
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, პორტუგალიელ ფეხბურთელს მარჯვენა ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს, რის გამოც ის გუნდს ვერ დაეხმარება.
კონსეისაუ სამედიცინო შემოწემბას ხვალ გაივლის, რის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ როდის დაუბრუნდება ის მოედანს.