TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კონსეისაუს ემპოლისთან და პსვ-სთან მატჩების გამოტოვება მოუწევს

როგორც უკვე მოგახსენეთ, ფრანცისკო კონსეისაუმ ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო და მას დიდი დიდი ალბათობით მომდევნო 2 მატჩის გამოტოვება მოუწევს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, პორტუგალიელი ტალანტი სავარაუდოდ ემპოლისთან და ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩში პსვ-სთან გუნდის დახმარებას ვერ შეძლებს.

წყაროს ინფორმაციით, ის დიდი ალბათობით ტიაგო მოტას განკარგულებაში ნაპოლისთან მატჩისთვის დაბრუნდება.

კონსეისაუს სამედიცინო შემოწმება ხვალ არის ჩანიშნული და გუნდი ამ საკითხზე ოფიციალურ განცხადებას ამის შემდეგ გააკეთებს.