TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კონსეისაუმ, კოპმეინერსმა და გონსალესმა გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშეს (ვიდეო)

იუვენტუსის ახალწვეულებმა ტეუნ კოპმაინერსმა, ნიკო გონსალესმა და ფრანცისკო კონსეისაუმ დღეს გუნდთან ერთად პირველი სავარჯიშო სესია გამართეს.

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, მოხვდებიან თუ არა ისინი რომასთან მატჩის განაცხადში. ტიაგო მოტა ფეხბურთელების ფიზიკურ კონდიციას დააკვირდება და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ რომასთან მატჩის ყველა ბილეთი უკვე გაიყიდა და კომოსთან შეხვედრის მსგავსად, მომდევნო ტურში Allianz Stadium-ზე სრული ანშლაგია მოსალოდნელი.