TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კონსეისაუ:“ გოლების გამო ბედნიერი ვარ, მაგრამ მთავარი გამარჯვებაა“

იუვენტუსის ფეხბურთელმა შიკო კონსეისაუმ ალ აინისთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„დუბლი ? ამის გამო ბედნიერი ვარ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირზე კარგი სტარტის აღება და გამარჯვება იყო, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ეს მხოლოდ დასაწყისია და მომდევნო მატჩებისთვის მზად უნდა ვიყოთ.

„ჩვენ გასულ კვირებში კარგად ვიმუშავეთ, მე თავს როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად შესანიშნავად ვგრძნობ და გუნდის დასახმარებლად მზად ვარ.

„ჩემი ფავორიტი პოზიცია ? მე ვითამაშებ იქ, სადაც გუნდს ვჭირდები და სადაც მწვრთნელი მიმითითებს. ჩემი მიზანი გუნდის დახმარებაა და არ აქვს მნიშვნელობა, რა იქნება მოედანზე ჩემი მოვალეობა.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !