კონსეისაუ მსოფლიო ჩემპიონატზე იუვენტუსის განკარგულებაში იქნება
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, შიკო კონსეისაუ მსოფლიო ჩემპიონატზე იუვენტუსის რიგებში იქნება.
წყაროს ცნობით, პორტო კონსეისაუს იჯარის რამდენიმე კვირით გახანგრძლივებას დათანხმდა და პორტუგალიელი ფეხბურთელი შტატებში იუვენტუსტან ერთად გაემგზავრება.
მოლაპარაკებები გრძელდება რენატუ ვეიგასა და რანდალ კოლო მუანის თაობაზეც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, იქნებიან თუ არა ისინი მუნდიალზე იგორ ტუდორის განკარგულებაში.