კონსეისაუ:“ მეორე ტაიმი არც თუ ისე კარგი იყო, მაგრამ მთავარი მოპოვებული ქულებია“
შიკო კონსეისაუს კომენტარი ჯენოასტან მატჩის შემდეგ.
„უსახური მეორე ტაიმი ? დიახ, ეს დიდწილად ფიზიკური გადაღლილობის ბრალი იყო. ბევრ ჩვენგანს ნაკრებებში თამაში მოგვიწია, რაც დიდ ენერგიას მოითხოვს. რა თქმა უნდა, ეს თავის გასამართლებელი საბუთი არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ გავიმარჯვეთ. ჩვენ მომენტები უკეთ უნდა გამოგვეყენებინა, თუმცა მთავარი მოპოვებული 3 ქულაა.
„გაუმჯობესებული დარტყმები ? მე მწვრთნელთან ამ ასპექტზე ძალიან ბევრს ვმუშაობ, ასევე საგოლე გადაცემებზე. ბოლო რამდენიმე მატჩში 2 საგოლე გადაცემა გავაკეთე, რაც ვარჯიშის დროს მუშაობის დამსახურებაა.
„აღნიშვნა დი გრეგორიოსთან ერთად ? მიკელეს რთული პერიოდი ჰქონდა, მაგრამ მის ხარისხში და მოტივაციაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
