კონსეისაუ:“ იუვენტუსში პროგრამა მინიმუმი გამარჯვებაა“
შიკო კონსეისაუმ პარმასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„როტაცია ? ვფიქრობ, ეს თითოეულ ჩვენგანს გვჭირდება, რადგან როდესაც თამაში ყოველ 3 დღეში ერთხელ გიწევს, ვარჯიშებსა და მატჩებს შორის დასვენების შესაძლებლობა ფაქტობრივად არ გაქვს. ჩვენ იუვენტუსი ვართ და დატვირთული გრაფიკი გუნდისთვის თავის გასამართლებელი საბუთი ვერ იქნება.
„ქომაგების ენთუზიაზმი ? ეს კარგად იგრძნობა. ჩვენ იუვენტუსი ვართ, აქ გამარჯვება პროგრამა მინიმუმია და როდესაც ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს ვაკეთებთ, ქომაგების მხარდაჭერაც უფრო მეტად იგრძნობა. გვინდა, კიდევ უფრო მოვუმატოთ და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
