TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კონსეისაუ იუვენტუსს ტოვებს

შიკო კონსეისაუმ იუვენტუსის რიგებში ბოლო მატჩი ჩაატარა და ის პორტუში დაბრუნდება.

პორტუგალიური გამოცემა PortoInsider-ის ცნობით, იუვენტუსმა მოთხოვნილი 30 მილიონის გადახდაზე უარი თქვა, პორტუმ კი ამ თანხის შემცირება არ ისურვა და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ გუნდებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდეს.

იუვენტუსმა კონსეისაუს შემცვლელი უკვე შეარჩია და მის ნაცვლად ჯეიდონ სანჩოს გაფორმებას გეგმავს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !