კონსეისაუს იუვენტუსის დატოვება უნდა
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბიანა დელა ვალეს ინფორმაციით, შიკო კონსეისაუს სეზონის ბოლოს იუვენტუსის დატოვება სურს.
წყაროს ცნობით, პორტუგალიელ ფეხბურთელს ტიაგო მოტასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, იგორ ტუდორის მისვლის შემდეგ კი ის სათამაშო დროს ფაქტობრივად არ იღებს, რითიც კონსეისაუ უკმაყოფილოა და გუნდის დატოვება გადაწყვიტა.
ის სეზონის ბოლოს პორტუში დაბრუნდება და ახალი გუნდის ძებნას დაიწყებს, იუვენტუსი კი თავის მხრივ შიკოს გამოსასყიდი 30 მილიონის გადახდას არ აპირებს.