TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პორტუგალიური მედია: კონსეისაუს იუვენტუსში ტრანსფერი გადაწყვეტილია

პორტუგალიური გამოცემა Record-ის ინფორმაციით, პორტუს ფეხბურთელის ფრანცისკო კონსეისაუს იუვენტუსში ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელი ვინგერი რიო ავესთან მატჩში გუნდის განაცხადში არ იქნება, რადგან მისი იუვენტუსში ტრანსფერი დასკვნით ეტაპზეა.

გამოცემის ინფორმაციით, კონსეისაუ ტურინულ გრანდთან კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, მისი ტრანსფერის ფორმულა და ფინანსური დეტალები ჯერ უცნობია.