TuttoJuve

Juve per sempre sarà

კონსეისაუ:“ იუვემ ყოველთვის გამარჯვებისთვის და ტიტულისთვის უნდა იბრძოლოს“

იუვენტუსის ფეხბურთელმა შიკო კონსეისაუმ Sport TV-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„წელიწადნახევრის შემდეგ, არის თუ არა ტურინი სახლი ? დიახ, მე აქ ყველა ისე თბილად დამხვდა, რომ იტალია ძალიან მოკლე დროში ჩემს მეორე სახლად იქცა. მამაჩემი აქ დიდი ხანი თამაშობდა, ამიტომ იტალია ჩემთვის უცხო არ იყო.

„იუვენტუსის შვიდიანი ? მე ამ თემაზე ზედმეტად არ ვფიქრობ. ვიცი, რომ იუვენტუსის დონის გუნდში ამ ნომერს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს მაისური წარსულში არაერთ გამორჩეულ ფეხბურთელს ეცვა, მაგრამ მე ჩემი გზა მაქვს და ვცდილობ, გუნდს ჩემი მაქსიმუმი მივცე.

„ვესაუბრე თუ არა იუვენტუსში გადმოსვლამდე რონალდუს ? არა, მე მას შემდეგ, ნაკრებში ყოფნისას ვესაუბრე. იუვენტუსში გადმოსვლას ბევრი ფიქრი არ სჭირდება, ეს უდიდესი ისტორიისა და ტრადიციების მქონე გუნდია, სადაც შენ ნებისმიერ ტურნირზე გამარჯვებისთვისა და ტიტულებისთვის უნდა იბრძოლო. სწორედ ეს არის ის, რაც მე მაბედნიერებს.

„ჩემი სტატისტიკა ? იუვენტუსის დონის გუნდში შემტევებმა გოლები უნდა გაიტანონ და რა თქმა უნდა, ეს მეც მეხება. სწორედ ამ ასპექტში მეტი უნდა გავაკეთო, ეს მე კიდევ უფრო მაღალ დონეზე ამიყვანს.

„განსხვავება პორტუგალიურ და იტალიურ ფეხბურთს შორის ? სერია ა ძალიან ტაქტიკური, ფიზიკური ჩემპიონატია. ყოველთვის ვამბობ, რომ აქ შემტევებს გაცილებით უჭირთ, რადგან ხშირად შენ დაცვის 6-7 ხაზის გარღვევა გიწევს. არ ვამბობ, რომ პორტუგალიაში თამაში მარტივია, მაგრამ აქ ტაქტიკური, ფიზიკური, დაცვითი ასპექტები სულ სხვა დონეზეა.

„სკუდეტო ? იუვენტუსის დონის გუნდში მიზანი ყოველთვის ტიტულის მოგებაა. ახლა ჩვენ ლიდერებს ჩამოვრჩებით, მაგრამ წინ კიდევ ბევრი მატჩია და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !