კონსეისაუ ინტერთან მატჩისთვის მზად იქნება
შიკო კონსეისაუ ინტერთან მატჩში გუნდის განკარგულებაში იქნება.
პორტუგალიელი ფეხბურთელი მოედანზე ლაციოსთან მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ უნდა გამოსულიყო, მაგრამ მან გახურების დროს მუხლზე დისკომფორტი იგრძნო, ამიტომ სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
IlBianconero-ს ინფორმაციით, კონსეისაუს არანაირი ტრავმა არ აქვს და ის ინტერთან მატჩისთვის მზად იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
