TuttoJuve

Juve per sempre sarà

კონდო:“ ტუდორის გაშვება გარდაუვალი იყო, სპალეტი იუვენტუსისთვის იდეალური კანდიდატია“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პოლო კონდომ იგორ ტუდორის გაშვებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ლუჩიანო სპალეტი იუვენტუსისთვის იდეალური კანდიდატი იქნებოდა.

„ყველამ ვიცოდით, რომ იგორ ტუდორის იუვენტუსიდან წასვლა გარდაუვალი იყო. ცუდი შედეგების გარდა, გუნდს სეზონის სტარტიდან მოყოლებული არანაირი პროგრესი არ ეტყობა, არ აქვს იდენტობა და სათამაშო სტილი.

„ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალი მწვრთნელი მოვა და ყველაფერს დაალაგებს, იუვენტუსს მწვრთნელის გარდა სხვა პრობლემებიც აქვს, მაგრამ ტუდორის გუნდში დარჩენა ბოლო 8 მატჩის შემდეგ წარმოუდგენელი იყო.

„სპალეტი ? ვფიქრობ, ლუჩიანო ახლა იუვენტუსისთვის საუკეთესო არჩევანია. იტალიის ნაკრებში განცდილი ფიასკოს შემდეგ, ლუჩიანო ახლა გაცილებით მოტივირებულია და იუვენტუსის დონის გუნდს სიამოვნებით ჩაიბარებს, მაგრამ არ ვიცი, არის თუ არა ის ტურინელების პირველი არჩევანი.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

338 views
error: დაცული კონტენტი !